logo_geo
eng_logo
რა ეღირება ახალი შიდა ავიარეისები ბათუმის მიმართულებით?
- +

21 ივნისი. 2016. 17:21


24 ივნისიდან  ბათუმის მიმართულებით  შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება.  ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია  „SKYBUS" შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია  „სერვის ეარი" იფრენს,  ავიაბილეთის ფასი  80 ლარი იქნება. 



„Skybus" ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.



ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისები 21 ივნისიდან დაიწყო, რომელსაც  ავიაკომპანია „სერვის ეარი"  განახორციელებს.  კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17-ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს.



ფრენების განრიგი: 


ორშაბათი და ოთხშაბათი:

ბათუმი-თბილისი: 07:30

თბილისი-ბათუმი: 09:00


პარასკევი: 

ბათუმი-თბილისი: 19:25

თბილისი-ბათუმი: 20:50


სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: 

ნატახტარი - ბათუმი: 09:00

ბათუმი - ნატახტარი: 11:00



ყაზახური ჩარტერული ავიაკომპანია „SKYBUS" დაარსდა 2008 წელს. 

ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს ორ 50-ადგილიან CRJ-100 ტიპის ავიახომალდს.

ამჟამად ავიაკომპანია ასრულებს ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 24 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს შიდა ფრენებს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით.



კომპანია „სერვის ეარი" 2004 წლიდან  ქვეყნის შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს.  2007 წლიდან დღემდე კომპანია ჩარტერტული და რეგულარული ავიარეისებით მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან L410 ტიპის 17-ადგილიანი საჰაერო ხომალდით დაფრინავს, ხოლო 2016 წლიდან „სერვის ეარი" რეგულარულ ავიარეისებს მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner