logo_geo
eng_logo
მარიამ მეღვინეთუხუცესი: ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლდა!
- +

22 ივნისი. 2016. 02:26


ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელ მარიამ მეღვინეთუხუცესის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიზნესი გათავისუფლდა სახელმწიფო წნეხისგან, რაც მიღწეულია მთავრობის პოლიტიკური ნების შედეგად.


ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა კონფერენციაზე - "საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი განმარტებით, დღეს საქართველოში საკუთრების უფლება გაცილებით დაცულია.


"საკუთრების უფლება, საერთო აღიარებით საქართველოში დღეს გაცილებით უფრო დაცულია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებში საქართველო საკუთრების უფლებების მიხედვით 58-ადგილზეა, განსხვავებით 2012-2013 წლების 130-ადგილისგან. ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონის ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ეს ანგარიში ბიზნესის გამოკითხვის საფუძველზე დგება და მისი შედეგები რესპოდენტების განწყობას ასახავს", - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა.


მისივე თქმით, დღეს საჭიროა საკუთრების უფლების დაცვის ინსტიტუციონალიზაცია და სახელმწიფოს მხრიდან რიგი  ნაბიჯების გადადგმა.


"მათ შორის, ბოლო პერიოდში საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომლის შედეგად საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს. ამ ცვლილებით გამოირიცხა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ პროცესში პირდაპირი ჩართულობა. უმთავრესი საკითხი ამ უფლების სამომავლოდ უზრუნველსაყოფად: სასამართლოს რეფორმირების, ტრანსფორმირების საკითხია. და ამ საკითხის გარშემო ნებისმიერი პოლიტიკური და იდეოლოგიური გემოვნების ადამიანების გაერთიანებაა შესაძლებელი", - აღნიშნა მეღვინეთუხუცესმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner