„გივი... საბრალო გივი თარგმაძე რა დღეშია... არჩევნების წინ ნაცმოძრაობას და მის ნარჩენებს რა მასშტაბის ბოდვები აქვს დაწყებული. როგორ შეიძლება ამ ნარჩენი თარგამაძის ბოდვის შინაარსობრივ განხილვაში შევიდე? როგორ უნდა გავუპარტნიორდე ახლა ამ სრულიად დისკრედიტირებულ ადამიანს, რომლისაც ოჯახის წევრებს არ სჯერათ?", - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გადაცემა „არჩევანში".
„რას ბოდავს, რას მიედ-მოედება... ან როდის ჩავჩოჩდი ან რა რენესანსი მიდგას? ეს საბრალო თვითონ რომ დაიკარგა ნაცმოძრაობის ჭაობში უკვე ლიბრი აქვს გადაკრული. გაიხსენეთ მისი საუბრები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რას და ვის ელაპარაკებოდა? გაიხსენეთ და ვინ ლაპარაკობს ხომ აქვს მნიშვნელობა? ფხიზელი არავის უნახავს ბოლოს და ახლაც აშკარად მთვრალია ... კილაძის და ელისაშვილის იმედად დარჩენილ ნაცმოძრაობას უკვირს როგორ ვარ ყოჩაღად? საბრალონი რა ტყუილად დაშვრნენ! ცილისწამება რომ აძლიერებს ქრისტიანს ეს თარგამაძე უსამშობლოს არ გაუგია და იქნებ ახლა წაიკითხოს", - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, გივი თარგამაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ "ე.წ. კანონიერი ქურდების უპრეცედენტო კონცენტრირება ხდება, ძირითადად ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში. ორი ძირითადი ცენტრი არსებობს, ეს არის ქემალფაშას დასახლება, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პერმამენტულად ქურდული ე.წ. "სხოდკები" იმართება.