logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა
- +

12 ივლისი. 2020. 01:45

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

 

ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა. როდესაც 10 დღის წინ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს არის პირველი ეტაპი. ქვეკომიტეტმა განიხილა, დაინცირდა და ძალიან დიდი გზა არის წინ, სანამ ეს საბოლოდ მიიღებს კანონის სახეს და აუცილებელია, რომ ამ ეტაპზე ვიყოთ ჩართულები და ვიმუშაოთ“, - აღნიშნა კუჭავამ.

 

მისი თქმით, ის თანხები, რომელიც მოემართება საქართველოსთვის, 2016 წლის შემდეგ იზრდება და დაახლოებით 132 მლიონზეა ასული.

 

რაც შეეხება ჩანაწერს, აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილებაში მოხვდა, თავიდან მოიცავდა 5 პუნქტს და გახდა აჟიოტაჟის საგანი. სპეკულაციის საგანი მიეცათ, რომ თითქოს ოლიგარქი იყო ნახსენები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები უკვე დამტკიცებულ კანონში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ეს არის სიცრუე.

 

კანონმა ქვეკომიტეტიდან უნდა გადაინაცვლოს კომიტეტში ... შემდეგ მიდის სენატის შესაბამის ქვეკომიტეტში, შემდეგ სენატის კომიტეტში. შემდეგ ხდება სენატის და კონგრესის მიერ მომზადებული მათთან უკვე დამტკიცებული ვერსიების შეჯამება. ხდება მოცულობითი სამუშაოს გატარება და მხოლოდ ამის შემდეგ გადის კენჭისყრაზე. ჩვენ თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის აშშ-ის ბიუჯეტი, რომლიც 13 ტრილიონი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს. საქართველოს კომპონენტი აშშ-ის ბიუჯეტშია შეყვანილი და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კუჭავამ.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

 

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner