„ჩვენ გვაკლია ქვეყნის მართვის კულტურა არა იმისი გამო, რომ უნიჭოები ვართ, არამედ იმიტომ, რომ მცირე პრაქტიკა გვაქვს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრემრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
ივანიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საარჩევნო პერიოდში ქცევის კოდექსის მიღებასთან დაკავშრებით.
„მცირე პრაქტიკა, მცირე გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად, რაც უდრო მალე დავიხვეწებით, მეტ ნორმებსაც შემოვიღებთ და გავითვალისწინებთ, უკეთესი იქნება. ქართველებმაც ვიცით კანონების შემოღება, მაგრამ ხშირად მათი გათვალისწინება გვიჭირს. რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით, როგორ მოვიქცეთ პარლამენტში, ქუჩაში და არ მოხდეს მსგავსი, რაც მოხდა, კორცხელში, უფრო კარგი იქნება, ჩვენი სახელმწიფო უფრო მალე შედგება და იქნება წარმატებული",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.