ეს არაა მედია, ეს არის რაღაც ბოროტი ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველოში ისეთი დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას. ეს ხალხი ცდილობს, საქართველო დეპრესიულ რეგიონად აქციონ. მიმდინარეობს ფორსირებული შეტევა და ამის აღკვეთა ან ორგანიზებული მუშაობითაა შესაძლებელი, ან კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჟურნალისტმა, გია გაბრიჭიძემ განაცხადა.
„მედიასტანდარტთან შესაბამისობაზე საუბარიც კი ზედმეტია, ეს არანაირი სტანდარტი არაა. ნებისმიერი პროფესია პირველ რიგში უნდა შეესაბამებოდეს მორალურ სტანდარტს, რომ შენ არ უნდა გააფუჭო, არ უნდა დააზიანო. ეს წლების განმავლობაში გრძელდება, განსაკუთრებით კი საარჩევნო პერიოდში მატულობს. მათ მედიასაშუალებასაც ვერ დავარქმევ. არ შეიძლება, მედიასაშუალება ერქვას მასაც, ვინც სიმართლეს ამბობს და ზუსტ ინფორმაციას იძლევა, და მასაც, ვინც მთლიანად ვამპირის დონეზეა დასული და სულდგმულობს იმით, რომ რაღაც გააფუჭოს. ეს არაა მედია, ეს არის რაღაც ბოროტი ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველოში ისეთი დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას. ეს ხალხი ცდილობს, საქართველო დეპრესიულ რეგიონად აქციონ. მიმდინარეობს ფორსირებული შეტევა და ამის აღკვეთა ან ორგანიზებული მუშაობითაა შესაძლებელი, ან კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს, რა შეიძლება და რა არ. ისინი, ვისაც ხელი მიგვიწვდება ინტერნეტზე, ვახერხებთ სწორი ინფორმაციის მიღებას, მაგრამ რეგიონებში, სადაც ძალიან ცოტა ინტერნეტ მომხმარებელია, სწორი ინფორმაციის მიღების კუთხით პრობლემაა. ისინი არ შევლენ ინტერნეტში და არ დაიწყებენ ვებგვერდების კითხვას. მათ ჩართული აქვთ ტელევიზორი და იქიდან იღებენ ინფორმაციას. ადამიანის გონებაში ეს ყველა ცუდი ამბავი ილექება და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ დესტრუქცია და დაძაბულობა გაიზარდოს“, - განაცხადა გია გაბრიჭიძემ.