ანალიტიკოს ამირან სალუქვაძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი შაქარაშვილის საქმე პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. ამის შესახებ მან „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
„ჯერ იყო გარკვეულ პირებთან მიწებების მცდელობა - ხან ბერა ივანიშვილი, შემდეგ ნინო გიორგობიანი. არ მიეწება ეს ყველაფერი. შემდეგ წამოვიდა უკვე ახალი თემა - გირგვლიანთან გათანაბრება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ ასეთ სტრატეგიას განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 2 წლის განმავლობაში იყენებ და მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებს იყენებს, რომელმაც განაცხადა, რომ 20-21 ივნისის ღამეს ოპოზიციამ ხელისუფლებას „შეცდომა დააშვებინა“.
„მაგრამ ვის ხარჯზე გააკეთე ეს ნაბიჯი, ვის ხარჯზე გადადგი? იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც დაშავდნენ? ანუ როცა დაგჭირდება ამ ადამიანებით მანიპულირებ, თვალზე აკეთებ აქცენტს და ა.შ., როცა დაგჭირდება გავიწყდება ეს ადამიანები და ამბობ, „შეცდომა დავაშვებინე“. როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი?“ - აღნიშნა სალუქვაძემ.