„ხის სიძლიერე მისი ფესვებით იზომება, ადამიანის კი კარგი საქმეებით.“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა თოქმაჯიშვილი წერს.
„ჰოდა, სიხარულით ვაზიარებ ამ კარგ საქმეს, რომელიც, საბედნიეროდ, ქართველი კაცის ნამოქმედარია.
ბაღში, რომლის ტერიტორიაც 60 ჰექტარია, მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. 18 ჰექტარზე გაშენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარი უკავია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეს.“