logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: დამნაშავე სააკაშვილს ნერვებმა უმტყუნა
- +

15 ივლისი. 2020. 22:48

 

 

ვიღაცებს ნებისყოფამ უღალატა, ვგულისხმობ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც უკვე თავად დაიწყო განცხადებების კეთება. ნახა, რომ გვარამიასგან არაფერი გამოუვიდა, მიუხედავად ამდენი ფულის დახარჯვისა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „არენა“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნაწილი სატელევიზიო არხებისა ყოველდღიურად ათას ვერსიას ავრცელებენ, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

გამოძიებასთან არავინ  თანამშრომლობს. ჩაკეტილი წრე ამოქმედდა ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უშუალოდ გიორგის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და შემდგომში – ბავშვის განზრახ მკვლელობას. ეს წრე თავიდანვე იყო შემოფარგლული იმით, რომ ინფორმაცია არ გაეცათ, წინ არ წაეყვანათ გამოძიება.

 

ჩვენ ახლა ვცდილობთ, გამოძიებასთან ერთად, ალტერნატიული მტკიცებულებებით გავამყაროთ ყველაფერი, რაც შემდგომში ბრალდების საფუძველი გახდება და ვმუშაობთ. არავინ არავისთან  თანამშრომლობს, არავის არავინ  აინტერესებს, არც ბავშვი, არც ოჯახი, არც სიმართლე ისევე, როგორც ეს არ აინტერესებს ზოგიერთ სატელევიზიო არხს.

 

ზოგიერთი სატელევიზიო არხი, ყოველდღიურად გვთავაზობენ ათას იდიოტურ ვერსიას, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

პასუხი იმაზე, თუ რატომ ვრცელდება ეს ინფორმაციები, ძალიან მარტივია: ეს „ოქროს ლუკმა“ იყო ამ უზნეო ადამიანებისთვის. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „მთავარ არხს“ – ერთობლივად მომუშავეს. მათ თემის პოლიტიზება სურდათ. ვის აინტერესებდა გიორგის სიცოცხლე? ღიადაც ამბობენ და აკეთებენ კომენტარებს, რომ არაა მნიშვნელოვანი, ვინ მოკლა გიორგი, მთავარია, ვინ მფარველობს მკვლელებს და ათას სისულელეს. ამას ღიად ამბობენ. ვერ მოხდა თემის პოლიტიზირება, ამას წინ გადაეღობა ოჯახი, მირიან ნიკოლაძე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თვეში რომ რამდენიმე მილიონს გახარჯავენ, ამდენ მილიონს დაგახმარებენ, ვალდებულება გაქვს, რომ თემა პოლიტიკური გახადო და ამას ვერ აკეთებ, თქვენ როგორ დღეში ჩაგაგდებენ? რა თქმა უნდა, ცუდში. ისინი ასეთ ცუდ დღეში არიან და დღეს უკვე გამომჟღავნდა, რომ ვიღაცებს ნებისყოფამ უღალატა, ვგულისხმობ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სისხლის სამართლის დამნაშავესა და ძებნილს, თანამედროვეობის ყველაზე ნეგატიურ ფიგურას, რომელმაც უკვე თავად დაიწყო განცხადებების კეთება. რომ ნახა, რომ გვარამიასგან არაფერი გამოუვიდა, მიუხედავად ამდენი ფულის დახარჯვისა, ახლა, ადგა და მის მიერ ნათქვამი რაღაც შეფასებები მიიჩნია მნიშვნელოვნად. საბოლოოდ, ხომ ხვდებით, რომ თემის პოლიტიზირება არ გამოვიდა, პროექტი ჩავარდა და ახლა რაღაც უნდათ, რომ იღონონ. ახლა სჭირთ ისტერიკა, ახლა შიგნით ერთმანეთს ჭამენ და მათი ბოლოც ეგაა – ერთმანეთს დაჭამენ. რაც შეეხება ათას სულელურ ვერსიას, მე არც ტელევიზია მაქვს, არც ჟურნალისტები მყავს და ჩემს Fაცებოოკ გვერდზე ბავშვების დასაცინი რომ გახდები, ისეთი შეცდომები დავდე. შეცდომები თუ მიზანმიმართული ნათქვამი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ბოლოს უკვე დასაცინები გახდნენ“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner