logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სამივე ადამიანი სისხლის სამართლის სტაჟიანი დამნაშავეა!
- +

17 ივლისი. 2020. 22:00

 

 

,,იგორ გიორგაძისა და ასლან აბაშიძის ფავორიტმა ზაზა ოქუაშვილმა, ქართულ სახელმწიფოს 50 მილიონი ლარი მოპარა - ჯარისკაცებს, ექიმებს, პედაგოგებს და სოციალურად დაუცველებს,“ - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

„იგორ გიორგაძისა და ასლან აბაშიძის ფავორიტმა ზაზა ოქუაშვილმა, ქართულ სახელმწიფოს 50 მილიონი ლარი მოპარა - ჯარისკაცებს, ექიმებს, პედაგოგებს და სოციალურად დაუცველებს. ამ ფულს მიუმატა „რუსთავი 2“-ის ძარცვით დაგროვილი 30 მილიონი ლარი. ეს ორი თანხა გაერთიანდა, ზემოდან დაედო ჟორიკა რურუას ფული და გაკეთდა ტელევიზია.

 

 სამივე ადამიანი სისხლის სამართლის სტაჟიანი დამნაშავეა და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის კრიმინალიზაციაში ადანაშაულებენ, ხოლო ბერა ივანიშვილს - კრიმინალების მფარველობაში. ამ ზღვარგადასულ უტიფრობას რომ აკადრებ ხალხს, მათზე უკიდურესად ცუდი აზრის უნდა იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ხალხი უბრუნებს საკადრის პასუხს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner