logo_geo
eng_logo
ვახტანგ ანთია: უნივერსიტეტში აფხაზური ენის სწავლება სავალდებულო უნდა გახდეს!
- +

23 ივნისი. 2016. 01:32



თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა  ვახტანგ ანთიამ აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი უნივერსიტეტში  აფხაზური ენის  სწავლებაა.  




ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, აფხაზების ერთიან ქართულ სივრცეში ბუნებრივი, ეტაპობრივი რეინტეგრირების, ადაპტაციის ურთულესი, წინააღმდეგობრივი პრობლემის გადაჭრაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს უნივერსიტეტში  აფხაზური ენის, როგორც სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სწავლება.

ე. წ. ბილინგვური მიდგომა უნდა იქცეს საუნივერსიტეტო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ერთ-ერთ პრიორიტეტად."- განაცხადა ანთიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner