logo_geo
eng_logo
როსტომ ჩხეიძე : დათო მაღრაძის კრებულებისთვის ნიშანდობლივია გარეგნული სიმცირე და შინაგანი სივრცე...
- +

23 ივნისი. 2016. 02:51



„დათო მაღრაძის კიდევ ერთი ახალი კრებული გამოქვეყნდა ორიგინალური სახელწოდებით „უსადაურო."- გადაცემა „წიგნის თაროს" წამყვანი როსტომ ჩხეიძე ამჯერად დავით მაღრაძის ახალი კრებული- „უსადაუროს" შესახებ საუბრობს.


 

„მაღრაძეს არ ახასიათებს ლიტერატურული ეკვილიბრისტიკა, თუმცა საკმაოდ ეხერხება, როდესაც დასჭირდება ხოლმე, იშვიათად იყენებს და იყენებს ძალიან მარჯვედ. „უსადაურო" ძალიან ღრმა სათაურია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ თითქოს ადამიანს სადაურობა აქვს დაკარგული, მაგრამ ლირიკულ გმირს სწორედაც რომ არ აქვს დაკარგული სადაურობა.

 

კონტრასტის ხერხით ძალიან მარჯვეთ გვაჩვენებს იმას, რომ შეიძლება მსოფლიოს იყო მოდებული, იყო მსოფლიოს მოქალაქე, მაგრამ მაინც შეინარჩუნო შენი ფესვები. შენი ეროვნულობა და აქედან შეხედო მსოფლიოს.  დათო მაღრაძე გვიჩვენებს სწორედ იმას, თუ როგორ შეიძლება იყო ყველგან, მაგრამ არასდროს არ მოსწყდე შენს სამშობლოს. 

 

დათო მაღრაძის კრებულებისთვის ნიშანდობლივია გარეგნული სიმცირე და შინაგანი სივრცე..."

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner