logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: დაავიწყდა ამ ხალხს, რომ პოლიტიკოსია და უნდა ილაპარაკოს მომავალსა და განვითარებაზე
- +

22 ივლისი. 2020. 02:45

 

 

მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ თავის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

ყაველაშვილმა ასევე ოპონენტები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ნაცვლად სკანდალური განცხადებებით შემოიფარგლებიან და ამის მაგალითად ნაძალადევში თავისი კონკურენტი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მოიყვანა.

 

ჩემი კონკურენტი შეიძლება არის შალვა ნათელაშვილი, თუმცა რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში ალბათ დაველოდებოდი მორიგ სკანდალურ სისულელეს როდის წარმოთქვამდა და დარწმუნებული ვარ, ასე არის ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა. ელოდა, რომ ის რაღაც სკანდალურს ან ზღვარგადასულ სისულელეს წამოროშავს. არა საგნობრივს, არა საქმიანს და არა კონკრეტულად გამოსავალზე საუბარს. დაავიწყდა ამ ხალხს, რომ პოლიტიკოსია უნდა ილაპარაკოს მომავალსა და განვითარებაზე. თვითონ გადასულები არიან ძირითადად „ქართული ოცნების“ შეფასებაზე“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

 

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner