logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: Edison Research-ის კვლევა არის მორიგი სიცრუე, რომელსაც გვთავაზობს ერთ-ერთი პარტიული ტელევიზია
- +

22 ივლისი. 2020. 02:59

 

 

ეს არის მორიგი სიცრუე, რომელსაც გვთავაზობს ერთ-ერთი პარტიული ტელევიზია, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევას პარტიების რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას მხარს ამომრჩეველთა 39% უჭერს.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნები“ შიდა კვლევები ამტკიცებს, რომ პარტიას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, რაც გუნდს ოპტიმისტურ მოლოდინს უქმნის. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ოცნება“ წარმატებას ღირსეული კანდიდატებისა და გეგმების დახმარებით აპირებს.

 

ჩვენ გვექნება ძალიან დახვეწილი საარჩევნო პროგრამა, რომელიც უნდა იყოს ერთდროულად ამბიციურიც და უნდა იყოს თან რეალისტური. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ 4 წლის თავზე პასუხისმგებლები ვიქნებით თითოეულ პუნქტზე. ამ მიდგომით შემუშავდა 2016 წელს საარჩევნო პროგრამა და შეგვიძლია სათითაოდ ჩავყვეთ თითოეულ პარაგრაფს ამ პროგრამაში და ასეთივე მიდგომით ყალიბდება საარჩევნო პროგრამა. გვექნება ძალიან მკაფიო გეგმები, რომლებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, პროგრამა როგორც ქვეყნის განვითარების საერთო, ასევე ადგილობრივი მასშტაბის, ლოკალურ კომპონენტებს შეიცავს.

 

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 39%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16%; „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“- 5%, მოსახლეობის 20% კი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

  

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner