logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას არ დაუშვებს
- +

27 ივლისი. 2020. 15:52

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ჰეიკო მაასმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ შვიდეულში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაბრუნების იდეა წამოაყენა. რუსეთი დიდი შვიდეულიდან 2014 წელს, უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის შემდეგ გაირიცხა.

 

ჰეიკო მაასის თქმით, რუსეთი დიდ შვიდეულში იქამდე ვერ დაბრუნდება, ვიდრე ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს არ მიაღწევს.

 

„რუსეთთან ურთიერთობა ამჟამად გართულებულია, მაგრამ ვიცით, რომ გვჭირდება რუსეთი, რათა გადავჭრათ კონფლიქტები სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში. ეს ვერ იმუშავებს რუსეთის წინააღდეგ, ეს მხოლოდ რუსეთთან ერთად იქნება შესაძლებელი. თუმცა რუსეთმაც უნდა გადადგას ნაბიჯები, რაც უკრაინაში ძალიან ნელა მიმდინარეობს. „დიდ შვიდეულს“ და „დიდ ოცეულს“ გონივრულად კოორდინირებული ფორმატები აქვს, ჩვენ არ გვჭირდება „დიდი 11“ ან „დიდი 12“, – აღნიშნა მაასმა.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს კომენტარი დონალდ ტრამპის შეთავაზებას ეხება, რომლითაც ტრამპი დიდი შვიდეულის შეხვედრებზე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მოწვევასაც ითხოვდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner