logo_geo
eng_logo
ტეხასში ქარიშხლის გამო, დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

27 ივლისი. 2020. 15:54

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასში ქარიშხლის გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

 

შესაბამისი განკარგულება ფედერალურ მთავრობას უფლებას მისცემს, დაზარალებულ შტატს უფრო იოლად და სწრაფად გაუწიოს დახმარება.

 

გარდა ამისა, პრეზიდენტის ბრძანება აშშ-ის შიდა უსაფრთოხების დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სამსახურს ტეხასში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ქმედებების კოორდინააციის საშუალებას აძლევს.

 

„ჰანა“ პირველი ქარიშხალია, რომელიც წელს ატლანტიკის ოკეანეში ჩამოყალიბდა და აშშ-ს დაატყდა თავს. პრეზიდენტ ტრამპს დახმარების თხოვნით მიმართა ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა.

 

მან ტეხასის 32 ოლქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ქარიშხლის დროს ევაკუციისთვის ტეხასში გააგზავნეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის ხომალდი, მაშველი კატარღები, შვეულმფრენი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ძლიერი ქარის გამო, სულ მცირე სამი სატვირთო გადაბრუნდა.

 

შტატის სამხრეთ ნაწილში უხვმა ნალექმა გზები დატბორა, მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. ქარმა სახლებს სახურები მოგლიჯა, წაქცეულია ხეები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner