საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში.
როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ქვეყნის, მათ შორის უმრავლესობის ერთი ჯარისკაცია და სადაც საჭირო იქნება მისი ჩართვა, იქ იქნება.
„საარჩევნო სიისთვის მზადება და პროცესი აქტიურ ფაზაშია. თავისთავად ცხადია, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, სრულად ჩართულია ამ პროცესში. ცხადია დადგება ის დრო, როდესაც ჩვენი პარტია წარმოადგენს საარჩევნო სიას. ქვეყნის მიმართ ჩემი დამოკიდებულება პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ქვეყნის, მათ შორის უმრავლესობის ერთი ჯარისკაცი ვარ და როგორც საჭირო იქნება ჩემი ჩართვა, იქ ვიქნები. მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა ქვეყანაში პრობლემები რჩება“, - აცხადებს სესიაშვილი.