ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, უკვე 57 დადასტურებული შემთხვევაა.
დე-ფაქტო მთავრობის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ დღე-ღამეში ტესტირება 70 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან მხოლოდ ორი აღმოჩნდა დადებითი.
მათივე განცხადებით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 8 პაციენტი მკურნალობს, 7 – სახლში, თვითიზოლაციაშია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 57 შემთხვევაა გამოვლენილი, 37 პირი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.