logo_geo
eng_logo
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
- +

28 ივლისი. 2020. 16:06

 

 

 

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე ხევები ადიდდა და მოსალოდნელია ღვარცოფი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ამის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი, ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner