logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან 65 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა
- +

28 ივლისი. 2020. 17:51

 

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან უკვე განიკურნა 65 000-ზე მეტი ადამიანი და ამჟამად მკურნალობაში ჩართულია 70 000 მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

„28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა! 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან უკვე განიკურნა 65 000-ზე მეტი ადამიანი და ამჟამად მკურნალობაში ჩართულია 70 000 მოქალაქე, მათ შორის პაციენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

 

როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალოვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის, ეს იყო სასიცოხლოდ აუცილებელი მკურნალობა, ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი! თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს და ახალ შენობებს, აფინანსებს სოფლის მეურნეობას და თავდაცვას, ყიდულობს მანქანებს საჯარო მოხელეებისთვისრატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის?! მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა, რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით.

 

სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის, სამედიცინო საზოგადოების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ჩვენ ეს შევძელით და #გვეამაყება, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადავარჩინეთ.

 

2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“, – აცხადებს თალაკვაძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner