logo_geo
eng_logo
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
- +

29 ივლისი. 2020. 11:52

 

 

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები. ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩიკვაიძის თქმით, ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა, სტიქიამ რამდენიმე ოჯახიც დააზარალა.

 

„სამწუხაროდ, დაზიანება უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე გუშინ. ზემო რაჭისკენ რაც მივდივართ, იმ მიმართულებაზე გზა არის მნიშვნელოვნად დაზიანებული, მათ შორის, რესთანაც, კიდევ სხვა სოფლებთან, როგორიც არის უწერა და ა.შ. ზარალს რაც შეეხება, ზარალი საკმაოდ დიდია, რომელიც უმთავრესად მოიცავს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ნაწილი არის სახლებისაც, ოღონდ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. რამდენიმე მოსახლისგან ვიცით, რომ ადიდებული მდინარე შევიდა პირველ სართულზე, მაგრამ იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ იქ მისვლას, ჯერჯერობით არ ვიცი, კონკრეტულად რაზე არის საუბარი და დაახლოებით აი ეს ვითარებაა ამ წუთისთვის, საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება მოსახლეობას“, – აღნიშნა დავით ჩიკვაიძემ.

 

მისივე თქმით, მცირედი საფრთხე ემუქრებოდა ორ ოჯახს, რადგან მდინარე მათ სახლთან იყო ახლოს და სამაშველო სამსახურმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

 

„სხვა მხრივ საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, გზების ჩამონგრევა კვლავ გრძელდება. ჩვენ თვითონაც მეწყერსა და ამ ჩამონგრეულ გზას შორის ვართ ხელმძღვანელობა და ჩვენც ველოდებით აქედან გასვლას“, – განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner