გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოს 216 ქვეყანასა და ტერიტორიაზე „კოვიდ-19“ უკვე 16 340 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო ერთ დღეში 4 153-ით გაიზარდა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა და 650 805-ს მიაღწია. 28 ივლისს გამოქვეყნებული ინფიცირების შემთხვევები წინა დღის მაჩვენებელზე თითქმის 30 000 შემთხვევით ნაკლებია.
ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონი იკავებს, სადაც „კოვიდ-19“-ის რვა მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
ევროპის რეგიონი ინფიცირების შემთხვევებით მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია იკავებს. მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში და ინდოეთშია გამოვლენილი.