logo_geo
eng_logo
ევროკავშირი „უსაფრთხოების კანონმდებლობის“ გამო, ჰონგ-კონგში ექსპორტზე შეზღუდვებს დააწესებს
- +

29 ივლისი. 2020. 13:43

 

 

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგში უშიშროების კანონის ამოქმედების გამო, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს იმ ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე, რომლებიც სათვალთვალო მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.

 

ევროკავშირის განცხადებით ჰონგ-კონგში ახალი კანონმდებლობის ამოქმედება შემაშფოთებელია და ადმინისტრაციული ერთეულის უფლებებს ზღუდავს.

 

ბლოკის განცხადებით, ევროკავშირი შეაჩერებს ყოველგვარ მოლაპარაკებებს ჰონგ-კონგთან, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად ვიზების გაცემის პროცედურას გაამარტივებს და სხვადასხვა სტიპენდიებს დააწესებს.

 

„თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ღირებულებები და პრინციპები ისეთ ძალებთან მიმართებაში, როგორიც ჩინეთია, ჩვენ, ევროპელებმა, ერთიანი ხმით უნდა ვისაუბროთ, ახლა საერთო ბერკეტები გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა.

 

ჰონგ-კონგში გასულ თვეს ამოქმედებული ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა გამოყოფის, დივერსიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ჰონგ-კონგი ბრიტანეთმა ჩინეთს 1997 წელს დაუბრუნა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, 50 წლის განმავლობაში გარკვეული თავისუფლებები შენარჩუნებული უნდა იყოს. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner