ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19 40 816 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2.5 მილიონს უახლოვდება.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში COVID-19 -ს 921 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში უკვე 88 539-ს აღწევს.
ინფიცირების შემთხვევებით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.