logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არასდროს უკითხავს ვლადიმირ პუტინისთვის, უხდიდა თუ არა მოსკოვი „თალიბანს“ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის
- +

30 ივლისი. 2020. 10:43

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არასდროს უკითხავს რუსი კოლეგისთვის, უხდიდა თუ არა მოსკოვი „თალიბანს“ ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ავღანეთში, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის მონაცემებშია ასახული. ამის შესახებ ტრამპმა HBO-ს ეთერში განაცხადა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 23 ივლისს შემდგარი ბოლო სატელეფონო საუბრისას მათ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე იმსჯელეს.

 

ამასთან, დონალდ ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის ნამდვილობასაც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner