აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არასდროს უკითხავს რუსი კოლეგისთვის, უხდიდა თუ არა მოსკოვი „თალიბანს“ ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ავღანეთში, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის მონაცემებშია ასახული. ამის შესახებ ტრამპმა HBO-ს ეთერში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 23 ივლისს შემდგარი ბოლო სატელეფონო საუბრისას მათ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე იმსჯელეს.
ამასთან, დონალდ ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის ნამდვილობასაც.