იაპონიის ქალაქ კორიამაში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თხევადი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მთლიანად არის დანგრეული შენობა, დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობებიც.