უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის ერთ-ერთი მკვიდრი კორონავირუსით მესამედ დაინფიცირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გვყავს პაციენტი, რომელიც უკვე მესამედ დაინფიცირდა. უნდა გავიაზროთ, რომ ვირუსის გადატანაც არ ნიშნავს, რომ ის თავიდან არ დაგემართებათ“, – განაცხადა ტერნოპოლის ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ბოგაიჩუკმა.