logo_geo
eng_logo
პირველადი მონაცემებით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე რეგისტრირებულთა დაახლოებით 88 პროცენტი გამოცხადდა
- +

30 ივლისი. 2020. 12:18

 

 

მასწავლებლობის მსურველები დღეს ბოლო გამოცდას უცხოურ ენებში, ასევე ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ.

 

საგნობრივ გამოცდაზე წელს 12 000-მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, გამოცდაზე რეგისტრირებულთა 88 პროცენტამდე გამოცხადდა.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 2020 წლის გამოცდებზე დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

 

„მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომლებიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

 

შედეგების გამოქვეყნება დაიწყება ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე, აგვისტოს მეორე ნახევრიდან. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება“, – ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

 

მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner