logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას სამედიცინო დაწესებულებებში
- +

30 ივლისი. 2020. 13:19

 

 

„ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას.

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების დინამიკაზე დაკვირვება მიმდინარეობს.

 

„პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის ნიშნები არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ეპიდემიოლოგების და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დღეს სრულად ხდება გამკლავება, ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვაკვირდებით, რომ საქართველოში არის სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ, გაუმკლავდნენ ვირუსის მძიმე ფორმებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ჩართულია რეგულირების სააგენტო და ხდება მონიტორინგი, რომ დარწმუნებული ვიყოთ ინფექციის მატებასთნ ერთად, ყველა ჰოსპიტალი შეძლებს თუ არა პაციენტების მიღებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner