logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: აშშ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა და არაფერი ემუქრება
- +

30 ივლისი. 2020. 17:32

 

 

„შეერთებული შტატების ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენელს განვიხილავთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს მეგობარს, მაგრამ ზოგიერთ გზავნილში, სამწუხაროდ, ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკუსია და ოპოზიციური სპექტრის დესტრუქციული ქმედებები იკითხება“, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა ბოლო წერილის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას.

 

„ოპოზიცია, სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციას აწვდის კონგრესმენებს და მათაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, რადგან ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა არის ხოლმე ასეთ წერილებში. სახელმწიფო მდივან პომპეოსთან კომუნიკაციის შედეგად ვნახეთ, რა მაღალ დონეზე შეფასდა ჩვენი დემოკრატიული წარმატებები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საერთოდ ორი ქვეყნის პარტნიორობა ისევე, როგორც ეს ჩანს ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებებში. გარწმუნებთ, ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე და არაფერი ამ ურთიერთობებს არ ემუქრება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების დაზიანებას ცდილობს და ამ დროს ლახავს ქვეყნის რეპუტაციას, რაც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება იმაში, რომ მომავალ არჩევნებში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და ყველა დესტრუქციულ ძალას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner