„სააკაშვილი ხელისუფლებაში სოროსმა და „ამერიკელმა ქორებმა“ მოიყვანეს, რომლებმაც სააკაშვილს ამ რეგიონში დააკისრეს რუსეთთან დაპირისპირება ქართველი ერის გენოციდის ხარჯზე. თავიდან სააკაშვილიც, შევარდნაძის მსგავსად, შეეცადა, რეალური მიზანი დროის გაჭიანურებით შეენიღბა“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ „რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ ხომერიკმა განაცხადა.
„მე პირადად რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მითხრა - სააკაშვილის რუსეთში ჩამოსვლის მერე, ფაქტობრივად, დაიწყო შეთანხმების აღსრულების პროცესი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნებდა ცხინვალის რეგიონს, მერე კი ეს პროცესი აფხაზეთზეც განივრცობოდაო. მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რამ - სააკაშვილი მოსკოვთან კავშირზე აღარ გამოვიდა!
„ამერიკელი ქორების“ ყურმოჭრილი მონა რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ისტორიაში საქართველოს გამაერთიანებლის სახელით შეაბიჯებდა!
სააკაშვილი ამერიკელებთან და რუსებთანაც ურთიერთობაში მხოლოდ ფულის შოვნაზე იყო ორიენტირებული, მისთვის ქვეყნის პრეზიდენტობა ოდენ ფულის შოვნის საშუალება გახლდათ.
სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტიკოსი, ის მხოლოდ ავანტიურისტი ბიზნესმენია!“ - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.