ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო. ამ დროისთვის სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.