დონეცკის „შახტარის“ 24 ფეხბურთელი ახალ მწვრთნელთან, პაულო ფონსეკასთან ერთად, ჰოლანდიურ შეკრებაზე წავიდა. აღსანიშნავია, რომ რჩეულთა შორის ვერ მოხვდა ახალგაზრდა ქართველი შემტევი - გიორგი არაბიძე, რომელზეც უკრაინული კლუბის ყოფილი თავკაცი, მირჩა ლუჩესკუ დიდ იმედებს ამყარებდა.
არაბიძის გარდა, რომელიც პირველ გუნდში 1 კვირის მანძილზე ვარჯიშობდა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა შეკრებაზე არ წაიყვანა აკადემიის არც სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ქართველის მსგავსად, პირველ გუნდში ვარჯიშობდნენ.