logo_geo
eng_logo
„ბიბისი“: ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა
- +

4 აგვისტო. 2020. 12:20

 

 

ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

როგორც უცხოური მედია იუწყება, იერიშის სამიზნე სირიის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურა გახდა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და საკონტროლო სისტემები.

 

ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მანამდე გოლანის მაღლობების საიხლოვეს მოკლეს ოთხი მამაკაცი, რომელიც ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდა.

 

ისრაელის თავდაცვის სმაინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდნენ მოკლული პირები, თუმცა მათივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს ეკისრება.

 

სირიის ხელისუფლებამ ისრაელის ავიაიერიში დაადასტურა და განაცხადა, რომ შეტევის დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ამუშავდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner