გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ პანდემიამ განათლების სისტემებს ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, კორონავირუსის შემაკავებელმა ზომებმა მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტ სტუდენტზე იქონია გავლენა.
ამასთან, გუტერეშის განცხადებით, წელს 40 მილიონმა ბავშვმა სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.
„მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშდე დგას, რამაც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დახიოს, შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი გაფლანგოს და არსებული უთანასწორობები კიდევ უფრო გაამწვავოს “, – განაცხდა გუტერეშმა ბრიფინგზე.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოსთვის ახლა გადამწყვეტი პერიოდია, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების მომავალზე უდიდეს გავლენას იქონიებს.
გუტერეშმა მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ აუციელებელია, სკოლები ახლო მომავალში უსაფრთხოების ყოველი ზომის გათვალისწინებით გაიხსნას.