logo_geo
eng_logo
საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს მისია დააკვირდება
- +

4 აგვისტო. 2020. 18:03

 

 

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს მისია დააკვირდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელ მისიასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

 

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების საფუძველზე, საარჩევნო კოდექსში ქართული მხარის მიერ მიღებულ ცვლილებებს.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს. შემფასებელი მისია, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ მომზადდება ანგარიში.

 

ეუთოს დამკვირბელეთა მისიას ხვალ უკვე მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეხვდებიან. უმრავლესობის წევრები მათ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს გააცნობენ, რომლებიც კონსტიტუციაში განხორციელდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მეტი დამკვირვებელი მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატები საზოგადოებას უკვე წარუდგინეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner