ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნა ერთჯერადი ხასიათისაა და მალე ჩადგება კალაპოტში.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნა უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ.
არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება ერთ, ან სხვა დროს.სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით - ყველაზე მაღალ კურსზე, როგორც წესი ყიდულობს ხოლმე და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.