„მაქვს ამბიცია იმისი, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც იყოს განხორციელებული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს, ეს არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი მომავლისთვის. თბილისში ყოველწლიურად იზრდება ავტომობილების რაოდენობა. 2012 წელს დაახლოებით 180 000-მდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2020 წელს გადაადგილდება 600 000-ზე მეტი ავტომობილი. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. 2021 წელს დაგეგმილი გვაქვს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, პარალელურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.