ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირი რეფერენდუმის შედეგებისთვის კარგად მომზადებულია, თუმცა ის წუხს ბრიტანელების გადაწყვეტილების გამო, თუმცა ამომრჩეველთა სურვილს პატივს სცემს.
მარტინ შულცი გამორიცხავს, რომ „ბრექსითი" ევროკავშირში „დომინოს ეფექტს" გამოიწვევს. მისი თქმით, ბრიუსელი ლონდონთან ევროკავშირიდან გასვლის პროცედურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებს.
„დევიდ ქემერონმა საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა იკისრა. ახლა დიდ ბრიტანეთთან სერიოზულ მოლაპარაკებებს გავმართავთ. მასთან ურთიერთობა როგორც „მესამე ქვეყანასთან" გვექნება.
ახლა ნათელია, რომ დიდი ბრიტანეთი თავისი გზით წავა", - განაცხადა მარტინ შულცმა.
მარტინ შულცის განცხადებით, უახლოეს მომავალში ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებებს გამართავს.