logo_geo
eng_logo
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა
- +

9 აგვისტო. 2020. 16:50

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გორსა და თბილისში რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა.

 

როგორც ქორჩაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

 

„ინფიცირებული ექიმი შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ორ კლინიკაში და თბილისშიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. მას გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი. ინტენსიურად მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. კონტაქტებს ვადგენთ. უკვე ავიღეთ კონტაქტირებული 28 პირის ნიმუში. გადაგზავნილია ლუგარში და პასუხები დღეს საღამოსთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

 

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1000-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გამოვლენილი ცხრა შემთხვევიდან ორი მედიკოსია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner