logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსის 5 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 77 ადამიანი გარდაიცვალა
- +

9 აგვისტო. 2020. 17:43

 

 

 

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 887 536-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 931-ს მიაღწია.

 

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 693 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 215 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner