logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: თუ მოსახლეობა წესების დაცვას გააგრძელებს, შემოდგომის მეორე ნახევრამდე ვირუსის მნიშვნელოვან მატებას არ ველოდებით
- +

11 აგვისტო. 2020. 20:35

 

 

„მესტიაში მოსახლეობის დამყოლობა ძალიან კარგია, მადლობა ადგილობრივ მოსახლოებას, რომელიც ანალიზების ჩატარებაში გვეხმარება, ვფიქრობთ, მალე შევძლებთ ვთქვათ, რა მასშტაბის გავრცელება გვაქს სვანეთში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია. ის, რაც იყო, თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, ალბათ იმას პირველ ტალღასაც ვერ დავარქმევთ. დღევანდელ მდგომარეობას მეორეს დავარქმევთ, მეცხრეს თუ მეცამეტეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. აცივებამდე, შემოდგომის მეორე ნახევრამდე არ ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი მატება იქნება ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა გააგრძელებს წესების დაცვას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner