გორში 17 წლის გოგონა მოიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს.
ოჯახმა უფლებადაცვითი ორგანიზაციას, ასევე შსს-ს მიმართა.
პოლიცია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.