logo_geo
eng_logo
დიდუბეში, საცხობში აფეთქება მოხდა, ორმა ადამიანმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო
- +

14 აგვისტო. 2020. 11:13

 

 

დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

მათივე ინფორმაციით, საცხობის ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია.

 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner