logo_geo
eng_logo
მოსწავლეებისთვის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება
- +

14 აგვისტო. 2020. 11:47

 

 

მოსწავლეებისთვის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.

 

რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ეკისრებათ ვალდებულება, პირბადეების რეზერვი ჰქონდეთ.

 

სკოლის შენობაში შესვლის ნებისმიერ მსურველს დეზობარიერის, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შეეძლება შესვლა.

 

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვ.

 

სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახი გამოიყოფა.

 

გაკვეთილებს შორის ყოველი დასვენების შემდეგ, სველი წერტილები სანიტარულად დამუშავდება, ოთახები კი განიავდება.

 

ასევე, სავალდებულო იქნება ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავება და განიავება;  ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარიული დამუშავება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner