რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 5 065 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში 912 000-ს გადააჭარბა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსულ ინფექციას 114 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 15 498-ს აღწევს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-სგან 6 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, კორონავირუსული ინფექცია ქვეყანაში უკვე 722 964 ადამიანმა დაამარცხა.