logo_geo
eng_logo
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 5 065 ადამიანს დაუდასტურდა
- +

14 აგვისტო. 2020. 12:37

 

 

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 5 065 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში 912 000-ს გადააჭარბა.

 

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსულ ინფექციას 114 ადამიანი ემსხვერპლა.

 

გარდაცვლილების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 15 498-ს აღწევს.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-სგან 6 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, კორონავირუსული ინფექცია ქვეყანაში უკვე 722 964 ადამიანმა დაამარცხა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner