logo_geo
eng_logo
სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსის ქუჩებში ძალადობა უნდა შევაჩეროთ
- +

14 აგვისტო. 2020. 14:17

 

 

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, ბელარუსის ქალაქების ქუჩებში ძალადობა უნდა შეჩერდეს.

 

ამის შესახებ ტიხანოვსკაია თავის მიმართვაში საუბრობს.

 

„შეუძლებელი შევძელით. ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ არავის ეგონა, რომ ბელარუსები გაერთიანდებოდნენ და ძველ ხელისუფლებას უარს ეტყოდნენ. ეს მაინც მოხდა. ჩვენ კანონიერი არჩევანი გავაკეთეთ საარჩევნო უბნებზე“ , – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

 

ტიხანოვსკაიამ მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და განაცხადა, რომ იმ უბნებზე, სადაც საარჩვენო კომისიამ ბიულეტენები სამართლიანად დათვალა, მან ხმების 60-70 პროცენტამდე მიიღო.

 

„ბელარუსი ხალხი არასდროს მინდომებს ძველი მთავრობის მმართველობაში ცხოვრებას. მათ გამარჯვებას უმრავლესობა არ აღიარებს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი არჩევანი კანონიერი და მშვიდობიანი გზით უნდა დავიცვათ. ადამიანების ქუჩებში გასვლა ხელისუფლებამ სისხლიან ხოცვა-ჟლეტად აქცია. ვითარება კრიტიკულია. ტკივილით ვუყურებ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა და დაიწყოს დიალოგი. მოვუწოდებ ქალაქების მერებს, 15-16 აგვისტოს ყველა ქალაქში მოაწყონ მშვიდობიანი აქციები“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

ამავე მიმართვაში ოპოზიციონერი კანდიდატი მადლობას უხდის იმ სამართალდამცველებს, ვინც ხალხის საწინააღმდეგო უკანონო ბრძანებას არ დაემორჩილა და ასევე მათ, ვინც გაფიცვებში მონაწილეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner