logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ
- +

14 აგვისტო. 2020. 14:18

 

 

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის ცოცხალია და საზღვარგარეთ არ იმყოფება.

 

ამის შესახებ ლუკაშენკომ სამშენებლო ინდუსტრიის საკითხებზე გამართულ სხდომაზე განაცხადა.

 

„დასაწყისისთვის, ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი „გათვითცნობიერებული წყარო“ ამტკიცებს“, – განაცხდა ლუკაშენკომ.

 

მისივე თქმით, ახლა ბელარუსში მუშათა კოლექტივის საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ.

 

„თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაოზე“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

 

ამასთან, როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, თუ ქარხნები გაჩერდება, მაშინ ბელარუსში წარმოებულ პროდუქციას კონკურენტები ჩაანაცვლებენ.

 

„თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხდა ლუკაშენკომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner